ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: არჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდება შეიძლება უკანონო იყოს


დღეს კრემლის პრეს-მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთის ოპოზიციური ლიდერის, ალექსი ნავალნის მოწოდება, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო იყოს.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ნავალნი არჩევნებზე არ დაუშვა, მან თავის მომხრეებს18 მარტს დანიშნული ხმის მიცემის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანტიკორუფციული საკითხებით დაკავებულ ბლოგერს, საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვა, სისხლის სამართლის მსჯავრის საფუძველზე აუკრძალა. ნავალნი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ბრალის წაყენება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ნავალნის და მისი მომხრეების მხრიდან ბოიკოტის მცდელობა, კანონის დარღვევის კუთხით გულდასმით უნდა შეისწავლონ.

XS
SM
MD
LG