ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი გათავისუფლებისთანავე დააპატიმრეს


რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მალევე თავიდან დააკავეს. ნავალნიმ არასანქცირებული დემონსტრაციის მოწყობისთვის ციხეში 30 დღე გაატარა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო მის მრავალრიცხოვან დაპატიმრებებს შორის. ნავალნიმ ბოლო წლებში არაერთი რამდენიმეკვირიანი სასჯელი მოიხადა საპროტესტო აქციებისა თუ მსვლელობების ორგანიზებისთვის.

დღეს მისი განმეორებითი დაპატიმრება რუსეთში ახალ საპროტესტო ტალღას უკავშირდება. თავად პროტესტის მიზეზი კი მთავრობის დაგეგმილი საპენსიო რეფორმაა, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, საპენსიო ასაკის გაზრდას გულისხმობს. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებზე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG