ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის შესაძლოა ქიმიური ნივთიერებით იყოს მოწამლული


რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. „ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისი კანი ტოქსიკური ნივთიერებით დაზიანდა“, - განაცადა ანასტასია ვასილიევამ „ფეისბუქზე“ მას შემდეგ, რაც ნავალნი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნავალნი აქციის ორგანიზების წესების დარღვევის გამო 24 ივლისს დააკავეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ნავალნის დაპატიმრების მეორე შემთხვევა იყო. მას 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. კვირას გამთენიას, ის საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავების თქმით, მას „მწვავე ალერგიული რეაქცია“, კანზე შეშუპება და სიწითლე აღენიშნებოდა.

მიუხედავად ექიმის წინააღმდეგობისა, ნავალნი საკანში დააბრუნეს. პირადი ექიმის თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალერგიული ფონი ამ დრომდე არ აღენიშნებოდა. ის აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაუდგენელ ქიმიურ ნივთირების ზემოქმედებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ექიმი აცხადებს, რომ ნავალნიმ მკურნალობა უნდა განაგრძოს, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

ნავალნი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მას შემდეგ დააკავეს, რაც მოსკოვში მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. მას პატიმრობა წარსულშიც ბევრჯერ აქვს შეფარდებული და საპატიმროში, დაახლოებით, 200 დღე აქვს გატარებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG