რუსეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის ანალიზები გამორიცხავს, რომ ის მოწამლულია და ამის გამო მოხვდა საავადმყოფოში. ის არ აკონკრეტებს უშუალოდ რა ანალიზები ჩარტარდა და რა ბიომასალა იკვლიეს მედიკოსებმა.
ალექსეი ტოკარევი, მოსკოვის სკლიფოსოვსკის სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი ამბობს, რომ მასალა ლაბორატორიაში 29 ივლისს შევიდა და არ გამოვლინდა არანაირი ნივთიერება, რომელსაც შესაძლოა მოწამვლა გამოეწვია.
კრემლის აქტიური კრიტიკოსი და ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ამჟამად 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, გასულ კვირას საპროტესტო აქციაზე, 1400-მდე სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავეს. ჰოსპიტალში კი ის 28 ივლისს გადაიყვანეს სახის ძლიერი შეშუპებით. ნავალნი შიშობდა, რომ მოწამლეს, თუმცა საავადმყოფო ამტკიცებს, რომ მას ძლიერი ზოგადი ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ის მეორე დღესვე ციხეში დააბრუნეს.
Facebook Forum