ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში რუსული გაზის კომპანიის მენეჯერი დააკავეს


შეერთებულ შტატებში, რუსული ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიის „ნოვატეკის“ წამყვანი მენეჯერი გადასახადების დაფარვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებები უკავშირდება „ოფშორებში" განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარის დაფარვას. მარკ ჯიეტვეი ფლორიდაში დააკავეს.

„ნოვატეკი“ რუსეთის ბუნებრივი აირის წამყვანი დამოუკიდებელი მწარმოებელია. ჯიეტვეი კომპანიის ვეგ-გვერდზე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედაა დასახელებული. მას ბრალად ედება შეერთებული შტატების წინაშე სიცრუე ოფშორებში მისი აქტივების შესახებ და მილიონობით დოლარის შემოსავალზე გადასახადების არ გადახდა. კომპენსაციის სახით, 2003-2014 წლებში ჯიეტვეიმ მაშინ, როცა ის კომპანიის მთავარ ფინანსურ ოფიცრად მსახურობდა, კომპანიის წილი და წილობრივი კომპენსაციები მიიღო.

2005 წელს, ჯიეტვეიმ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შვეიცარიაში საბანკო ანგარიში გახსნა. დროის ერთ-ერთი მონაკვეთში ამ ანგარიშზე 93 მილიონი დოლარი ინახებოდა.

„წლების განმავლობაში, ჯიეტვეიმ გადადგა ნაბიჯები, რათა მისი საკუთრება და კონტროლი დაეფარა საგარეო და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებზე. მან საკუთარი თავის ნაცვლად მისი მაშინდელი მეუღლე, რუსეთის მოქალაქე დაასახელა, როგორც ანგარიშების ბენეფიციარი“, - თქვა იუსტიციის დეპარტამენტმა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯიეტვეის ორივე, ამერიკული და რუსული პასპორტები აქვს.

კომპანიამ "ნოვატეკი", საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობისაგან ოფიციალური შეტყობინება და მოთხოვნა არ მიუღია. „სიტუაცია არ იქონიებს გავლენას კომპანიის აქტივობაზე“, - განაცხადეს მათ.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს. განუცხადა, რომ რუსეთი აკვირდება. საქმეს. თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ერევა ამერიკის შიდა საგადასახადო საქმეებში.

თუ ბრალს დაუმტკიცებენ, ჯიეტვეის ციხეში ათწლეულების გატარება მოუწევს. ჯიეტვეის საქმე მსგავსია რუსი ოლიგარქის, ოლეგ ტინკოვის საქმისა. ტინკოვს ბრალად წარუდგინეს საზღვარგარეთ დაგროვებულ შემოსავალზე გადასახადის გადაუხდელობა. ტინკოვი გარკვეული პერიოდი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მან მოქალაქეობაზე 2013 წელს თქვა უარი, თუმცა მას ე.წ. „გასვლის გადასახადის“ გადაუხდელობას ედავებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG