რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით 828 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ოფიციალური უწყებები ავრცელებს. გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლების მიხედვით, ამჟამინდელი მონაცემები რეკორდული ნიშნულისაა.
კრიზის-ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 24 სექტემბერს, რუსეთში ინფიცირების 21 379 შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღეს, ინფიცირების რაოდენობამ 21 438 შეადგინა.
ევროპაში, რუსეთს კოვიდ-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, გარდაცვლილთა რაოდენობა, ყოველდღიურად 800-ს ცდება.
სეზონური რესპირატორული ინფექციების ზრდასთან ერთად, რუსული ჯაბდაცვის უწყებების ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ასეთი გაფრთხილება რუსეთის 85 რეგიონიდან, 36-ის მაცხოვრებლებმა მიიღეს.
გასულ კვირას, თვითიზოლაცაში გადავიდა ვლადიმირ პუტინი. პრეზიდენტის ახლო წრიდან, ათობით ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
68 წლის პუტინი, მისი თვითკარანტინი, რუსული წარმოების ვაქცინის, „სპუტნიკ-ვის“ ერთგვარი „ტესტია“. პუტინი ამბობს, რომ ვაქცინა მან რამდენიმე თვის წინ გაიკეთა.
Facebook Forum