რუსეთის მთავრობა განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ “როსნეფტს”, “ნორდ სტრიმ 2” გაზსადენით ევროპაში გაზის გატანის ნება დართოს. ასეთი ნაბიჯით შესაძლებელი იქნებოდა, ევროკავშირის მიერ მოცულობაზე დაწესებულ შეზღუდვას გვერდი წინსწრებით აუარონ.
“ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომპოვებელი, სახელმწიფოს კუთვნილი ენერგო-გიგანტი “გაზპრომი” ფლობს, რომელსაც რუსული გაზის ექსპორტზე მონოპოლია აქვს.
მოსალოდნელია, რომ “გაზპრომი” ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში, ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. გაზსადენს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარების შესაძლებლობა ექნება.
ევროკავშირის ენერგო-რეგულაციებით, გაზსადენის მფლობელ კომპანიას, საკუთარი გაზისთვის გამტარუნარიანობის არა უმეტეს 50 პროცენტით გამოყენება შეუძლია. 25 აგვისტოს გერმანულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს ევროკავშირის წესებიდან გამონაკლისი არ ეკუთვნის.
ეს “გაზპრომს” აიძულებს, 27.5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი, სხვა რუსული მომპოვებლების გაზით შეავსოს.
“როსნეფტის” მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მეშვეობით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის უფლება მისცეს.
უკრაინას სურდა თითქმის დასრულებული მილსადენი შეეჩერებინა და როდესაც შეერთებული შტატები ვერ დაარწმუნა დამატებითი სანქციები დაეწესებინა, ევროპას მიმართა, რათა საკუთარი კანონები დაიცვას და “გაზპრომს” მილსადენის საკუთარი გაზით შევსება შეუზღუდოს.
თუ კრემლი ევროპისკენ მიმართულ რუსულ ბუნებრივ გაზს, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიის გავლით მიედინება, მთლიანად ახალი მარშრუტით გააგზავნის, კიევი წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რომელსაც ტრანზიტის საფასურად იღებდა.
Facebook Forum