ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ფედერალური წყლების უმეტეს ნაწილში ნავთობის და გაზის ახალ ჭაბურღილებს კრძალავს


Biden
Biden

ბაიდენი თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო კვირებში შეერთებული შტატების სანაპირო ზოლთან ბევრ ადგილზე, ზღვაში გაზისა და ნავთობის ახალი ჭაბურღილების ბურღვას კრძალავს. ამ ნაბიჯით პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მიერ ზღვაში საწვავის მოპოვების შესაძლო გაფართოება დაბლოკოს.

ბაიდენმა, რომლის უფლებამოსილებაც ორ კვირაში იწურება, განაცხადა, რომ იყენებს ფედერალურ კანონს გარე კონტინენტური შელფის მიწების შესახებ, რათა სანაპირო წყლები აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე, მექსიკის ყურის აღმოსავლეთ ნაწილი და ალასკის ჩრდილოეთ ბერინგის ზღვა, სამომავლოდ ნავთობის და გაზის მოპოვების ლიზინგისგან დაიცვას.

ბაიდენის განკარგულება არ შეეხება მექსიკის ყურის დიდ ნაწილებს, სადაც ზღვაში ბურღვის ამერიკული ოპერაციების მეტი წილია თავმოყრილი, მაგრამ სამომავლო ბურღვისგან კალიფორნიის, ფლორიდის და სხვა შტატების სანაპირო ზოლებს დაიცავს.

არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა ბაიდენის გადაწყვეტილების გაუქმება გაუჭირდეს, რადგან სავარაოდოდ ამას კონგრესის ჩართულობა დასჭირდება. ზღვაში ბურღვის საკითხზე თვითონ ტრამპსაც რთული ისტორია აქვს. 2020 წელს მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც საშინაო საქმეთა დეპარტამენტის მდივანს მიუთითა, 2032 წლამდე ფლორიდის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის ნაპირებთან ბურღვა არ დაეშვა.

ამასთან, დონალდ ტრამპს პირობა აქვს დადებული, რომ მსოფლიოში, როგორც თვითონ უწოდებს, ამერიკულ „ენერგო დომინირებას“ დაამყარებს და სურს ამერიკული ნავთობის და გაზის მოპოვება გააფართოოს. კლიმატის ცვლილების თაობაზე კი ის ბაიდენის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება და მასზე უარის თქმას აპირებს.

XS
SM
MD
LG