ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა „გუგლი“ 3 მილიონი რუბლით დააჯარიმა


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ "არასწორი" ჩანაწერების გამო რუსეთმა „გუგლი“ დააჯარიმა. კრემლი წელიწადნახევარია ამტკიცებს, რომ უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ მართავს.

ამჯერად რუსეთმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 3 მილიონი რუბლით დააჯარიმა რაც $31.845 ამერიკული დოლარია. ამავე ბრალდებით მოსკოვმა, 15 აგვისტოს, დააჯარიმა სოციალური ქსელი „რედიტიც“.

კრემლი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მკაცრად აკონტროლებს ომის შესახებ ინფორმაციებს. მოსკოვმა სპეციალური კანონიც მიიღო, რის გამოც რუსეთის დატოვება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მოუწიათ, ნაწილი ვინც რუსეთში დარჩა დააკავეს ან მუშაობას ვეღარ აგრძელებს.

რუსეთის ეს ნაბიჯი შეეხოთ ფიზიკურ პირებსაც, მაგალითად რუსეთში დააკავეს მამაკაცი, შვილის ნახატის გამო. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის შესახებ ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს კრემლის მიერ გავრცელებულ ცნობებს და ნათქვამი უნდა იყოს, რომ ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ როგორც მას თავად ვლადიმირ პუტინი მოიხსენიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG