ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეცკის მარიონეტულმა მთავრობამ "გუგლი" დაბლოკა


რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში „გუგლის“ საძიებო სისტემაზე წვდომა დაბლოკეს. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის განცხადებით, ამის მოტივი „დეზინფორმაციის“ გავრცელების შეჩერებაა.

თავის "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, დენის პუშილინმა „გუგლი“ დაადანაშაულა „რუსების წინააღმდეგ ძალადობის წახალისების“ პროპაგანდაში და თქვა, რომ ეს ამერიკის მთავრობის ბრალია.

„თუ "გუგლი" შეწყვეტს კრიმინალური პოლიტიკის გატარებას და დაუბრუნდება კანონის, მორალის და საღი აზრის ძირითად სტანდარტებს, მის მუშაობას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება“, - თქვა მან.

„გუგლს“ ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ კითხვაზე აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხი ჯერ არ გაუცია.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთი და მისი მარიონეტები აღმოსავლეთ უკრაინაში , დასავლურ კომპანიებს ადანაშაულებენ ანტირუსული პროპაგანდის გავრცელებაში და კონფლიქტის მიმართ მიკერძოებული პოზიციის დაკავებაში.

რუსეთმა ომის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აკრძალა. რუსულმა სასამართლომ „ფეისბუქის“ მფლობელი კომპანია „მეტა“ დამნაშავედ ცნო „ექსტრემისტულ საქმიანობაში“. იგივე ნაბიჯი გადადგეს ასევე მარიონეტულმა დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG