ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინისთვის დაზვერვის ცნობების გაზიარებას განაგრძობს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უახლოეს წრეებში და მნიშვნელოვან თანამდებობებზე ცვლილებებია.

ზელენსკიმ მისი ბავშვობის მეგობარი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა. ამის მიზეზად მათ უწყებებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეებზე არასათანადო რეგიარება დასახელდა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ივან ბაკანობმს და ირინა ვენედიკროვამ ვერ შეძლეს მათ დაქვემდებარებაში მყოფ ინსტანციებში მოღალატეების ამოცნობა და მათთან გამკლაავება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიური უწყება მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ პარტნიორებთან და ისინი ინვესტიციას დებენ არა მხოლოდ პერსონალში, არამედ ინსტიტუციებშიც. "ჩვენ ახლაც ვუზიარებთ და მომავალშიც განვაგრძობთ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას, განაცხადა პრაისმა.

ზელენსკიმ ოდნავ უფრო ადრე განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურორის აპარატში 60-ზე მეტი თანამშრომელი იყო, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ. სამართალდამცავების წინააღმდეგ კი დაფქსირდა ღალატისა და მტერთან თანამშრომლობის 651 საქმე.

ბაკანოვი ზელენსკის ბავშვობის მეგობარი იყო. მისი დანიშვნა თავდაპირველად კრიტიკის საგანი იყო. ბაკანოვი ზელენსკის მედია ბიზნესს ხელმძღვანელობდა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ მსახიობი იყო. მოგვიანებით კი მის საპრეზიდენტო კამპანიასაც მეთაურობდა. ვენედიკტოვა კი, რომელიც გასულ კვირასაც ჰააგაში რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ მაღალი რანგის შეხვედრებს ატარებდა, მართლმსაჯულების რეფორმებთან დაკავშირებით ზელენსკის მრჩეველი პოლიტიკური კარიერის დაწყებისთანავე იყო.

XS
SM
MD
LG