ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ზაპორიჟიის რეგიონში ჯარისკაცებს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონ ზაპორიჟიაში ჩავიდა და იქ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა. ეს მიმართულება კიევის კონტრიერიშისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი განმარტებით, ზელენსკი ჯარისკაცებს ხვდება და ბრძოლის ველის რუკას ეცნობა. ადმინისტრაციის ცნობით, ეს ქალაქ ორიხივის სიახლოვეს, 46-ე საჰაერო ბრიგადის სამეთაურო ცენტრია.

"პრეზიდენტმა მოისმინა მეთაურების ანგარიში ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების მიმართულების შესახებ. მან ასევე განიხილა ყველაზე პრობლემური საკითხები, რომლებიც მათ შენაერთებს და ბრიგადებს აქვთ", -- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინამ კონტრიერიში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ივნისში დაიწყო და ის მიზნად რუსული ჯარის, საოკუპაციო ხაზისა და მომარაგების ჯაჭვების გაწყვეტას ისახავს მიზნად. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, აზოვის მიმართულებით დაწინაურება კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

უკრაინა კვლავ ითხოვს დასავლურ შეიარაღებას, ჯავშან-ტრანსპორტიორებს, ტანკებსა და საჰაერო ხომალდებს.

XS
SM
MD
LG