იტალიაში სიცილიის ქალაქ კატანიის აეროპორტი დროებით დაიხურა. ვულკან ეტნაზე მომხდარი მორიგი ამოფრქვევის გამო 14-15 აგვისტოს ფრენები იყო გაუქმებული.
ლავის ამოფრქვევა ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე 13 აგვისტოს ღამით დაიწყო. მართალია, 3 330-მეტრიანი ვულკანის აქტივობა დღის განმავლობაში შენელდა, მაგრამ კვამლი და ფერფლი ერთ-ერთი კრატერიდან მომდევნო დღეებშიც ამოდიოდა.
ეტნაზე ბოლო სერიოზული ამოფრქვევა 1992 წელს მოხდა.
კატანია სიცილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომლის აეროპორტშიც მგზავრთა გადააადგილება წლის ამ დროს პიკს აღწევს და ძალზე დატვირთულია. ამას გარდა, სამშაბათს, 15 აგვისტოს იტალიაში დასვენების დღე იყო და კატანიისკენ ბევრი დამსვენებელი გაეშურა.
ჰაერის მკვეთრი დაბინძურების გამო, ქალაქის მერმა ენრიკო ტრანტინომ მომდევნო დღეებში მოტოციკლების და ველოსიპედების გადააადგილებაც აკრძალა. მანქანებს კი სიჩქარის ლიმიტი დაუწესეს - 30 კმ/სთ, რადგან კატანიის ქუჩების დიდი ნაწილი დღესაც ფერფლითაა დაფარული.
Facebook Forum