რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ ჟურნალისტ იანინა სოკლოვაზე ძებნა გამოაცხადა. ჟურნალისტი რუსეთის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა და ის კრემლის ძებნილთა სიას 7 აგვისტოს დაემატა.
სოკოლოვას ძებნილად გამოცხადების მიზეზი ამ დრომდე ცნობილი არ არის. მანამდე, მარტში, რუსეთმა სოკოლოვა რუსი ტერორისტებისა და აქტივისტების სიში შეიყვანა.
იანინა სოკოლავა ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტია, ის უკრაინის „მეხუთე არხის“ წამყვანია და პარალელურად ცნობილია „იუთუბზეც“, სადაც მას თავის არხი აქვს.
არხი ძირითადად სამედიცინო მიმართულებაზეა კონცენტრირებული. სოკოლოვა, რომელმაც წარსულში კიბო დაამარცხა, ახლა კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტია. მას აქვს პროექტი „ია ნინა“ (მე ნინა ვარ), რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კრემლის ძებნილთა სიაში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქეა შეყვანილი. ზაფხულის განმავლობაში კრემლმა ძებნილთა სიაში ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემიც შეიყვანა.
Facebook Forum