ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედია შოვში: მაშველებმა მე-18 ცხედარი იპოვეს, კიდევ 17 ადამიანს ეძებენ


შოვში მაშველებმა მე-18 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე ამოსვენებული ცხედრებიდან 12 ამოცნობილია. ამ დროისთვის, დაკარგულად 17 ადამიანი ითვლება, მათ შორის, 7 ბავშვია.

შოვი, შსს-ს ფოტო
შოვი, შსს-ს ფოტო

„12 დაღუპულის ცხედარი იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის ერთი უკრაინის და ერთი რუსეთის მოქალაქეა. ის 17 ადამიანი, ვისაც ვეძებთ, მათ

ის 17 ადამიანი, ვისაც ვეძებთ, მათ შორის, ბავშვები, როგორც ვიცი, ყველა საქართველოს მოქალაქეა
გოჩა ენუქიძე, დეპუტატი

შორის, ბავშვები, როგორც ვიცი, ყველა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, ინფორმაცია, შეიძლება შეიცვალოს და დაზუსტდეს“ - განაცხადა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

"ზოგიერთი ცხედარის, სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, მაგალითად დნმ ანალიზი, რომ დადგინდეს, ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

ზემო რაჭაში ტრაგედიის ადგილას, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შსს და თავდაცვის ძალების გარდა, ოპერაციაში უამრავი მოხალისე და ადგილობრივია ჩართული.

შოვი, სამძებრო სამუშაოები
შოვი, სამძებრო სამუშაოები

XS
SM
MD
LG