ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკელი სენატორი ძებნილთა სიაში შეიყვანა


ლინდსი გრემი, აშშ-ის სენატორი
ლინდსი გრემი, აშშ-ის სენატორი

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რომელიც ორშაბათს, 29 მაისს გამოქვეყნდა, კრემლმა ამერიკელი სენატორი ძებნილთა სიაში შეიყვანა. საუბარია შეერთებული შტატების რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემზე.

მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 მაისს გამოქვეყნდა დამონტაჟებული ვიდეო, სადაც ამერიკელი სენატორი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფება. ვიდეოში გრემი ამბობს, რომ „რუსები კვდებიან" და შემდეგ ამატებს, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება „საუკეთესოდ გახარჯული ფულია, რაც ოდესმე დაგვიხარჯავს".

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სენატორ გრემის განცხადება გააკრიტიკა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი სრული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს, რომ ამერიკელი სენატორის განცხადებები სხვადასხვა კონტექსტშია გაკეთებული და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

პარალელურად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ამერიკელი სენატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა, მოსკოვს ბრალდების მუხლი არ დაუკონკრეტებია.

კრემლის ბრალდებებს ამერიკელი სენატორი თავადაც გამოეხმაურა. ლინდსი გემმა თქვა, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა და მან მხოლოდ უკრაინელთა სულისკვეთება შეაქო.

გრემი ამერიკის სენატში სამხრეთ კაროლინის შტატს წარმოადგენს. ის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს როგორც წესი, მკვეთრად გამოთქვამს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ის არაერთხელ იმყოფებოდა კიევში და მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი ამერიკული დახმარების გაწევის მომხრე იყო.

ნატოს ვილნიუსის სამიტი და შავი ზღვის რეგიონი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:49 0:00

კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში არაერთი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი შეიყვანა შავ სიაში და აუკრძალა მათ რუსეთში ჩასვლა. თუმცა, ეს შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია, რადგან მოსკოვი ამერიკელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის დაკავებას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG