ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი კიევს ტერორიზმში ადანაშაულებს


მოსკოვში, ლიხაჩოვის ქუჩაზე დაზიანებული ბიზნეს-ცენტრი. რუსეთი მომხდარს უკრაინული დრონით მიტანილ იერიშს აბრალებს. მოსკოვი, რუსეთი. 24 ივლისი, 2023 წ.
მოსკოვში, ლიხაჩოვის ქუჩაზე დაზიანებული ბიზნეს-ცენტრი. რუსეთი მომხდარს უკრაინული დრონით მიტანილ იერიშს აბრალებს. მოსკოვი, რუსეთი. 24 ივლისი, 2023 წ.

24 ივლისს, რუსეთმა უკრაინა "ტერორიზმში" დაადანაშაულა. მოსკოვის განცხადებით, ორმა უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის დედაქალაქში შენობები დააზიანა.

მოსკოვზე დრონებით მიტანილ იერიშს, რომელთა შორის ერთ-ერთი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის მახლობლად მოხდა, ერთი დღით უძღოდა წინ კიევის მხრიდან შურისძიების დაპირება. უკრაინამ ქ. ოდესაზე რუსეთის შეტევების გამო, სამაგიეროს გადახდის პირობა დადო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, 23 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა შურს იძიებდა "ოდესაში რუსი ტერორისტების" მიერ ჩადენილი ქმედების გამო. იმ დილით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი ოდესა დაბომბა. ნაწილობრივ დაინგრა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა.

მოსკოვზე თავდასხმას არც მსხვერპლი მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. თუმცა, დრონების ერთ-ერთი სამიზნე იყო შენობა, სადაც რუსეთის არმიის მაღალჩინოსნები იკრიბებიან და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან საომარ ქმედებაზე მსჯელობენ. მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას რუსეთი დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. შენობის მნიშვნელოვნად დაზიანება შესაძლოა სიმბოლურ ხასიათს ატარებდეს, თუმცა ხაზს უსვამს იქ მყოფ ადამიანებზე უკრაინული დრონების წვდომას.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, დაზიანებული ბიზნეს-ცენტრის მიმდებარე გზები დროებით გადაიკეტა. საოფისე შენობის ორ სართულზე ფანჯრები ჩაიმსხვრა და ნამსხვრევები ქუჩებზე ეყარა. მეორე დრონმა კი მოსკოვის სხვა ნაწილში მდებარე შენობა დააზიანა.

კრემლი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები „განეიტრალებულია“. მართალია, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ამ ტიპის იერიშებს შორის, ეს იყო მოსკოვზე მიტანილი ყველაზე სერიოზული შეტევა.

პარალელურად, 17 დრონი დაესხა თავს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ჩამოსაგდებად დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები გამოიყენეს. ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობა აცხადებს, რომ იერიში მიტანილია საბრძოლო მასალის საწყობზე და დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინული დრონები ფრონტის ხაზზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG