ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმში რუსული საბრძოლო მასალის საცავზე თავდასხმა განხორციელდა


სერგეი აქსიონოვი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნტორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე. 20 თებერვალი, 2016.
სერგეი აქსიონოვი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნტორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე. 20 თებერვალი, 2016.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯანკოიში, უკრაინული დრონებით თავდასხმისას იერიში რუსული საბრძოლო მასალის საცავზე მიიტანეს. მათივე განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ იმავე ტერიტორიაზე, 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდო ან ელექტრონულად შეაჩერა. ყირიმის ე.წ. გუბერნატორის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმისას ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა.

აქსიონოვის განცხადებებიდან არ არის ნათელი საცავზე თავდასხმა დრონით განხორციელდა, თუ მას ჩამოგდებული დრონის ნაწილი მოხვდა. რუსეთს, ჯანკოისთან ახლოს სამხედრო საავიაციო ბაზა აქვს. კიევი ხშირად აცხადებს, რომ ქალაქის შემოგარენი, ყირიმში მოსკოვის უდიდეს სამხედრო ბაზად იქცა.

თავდასხმების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე, უკრაინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. კიევი საჯარდ იშვიათად იღებს პასუხისმგებლობას რუსეთის შიგნით, ან რუსეთის მიერ ანექსირებულ და კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ბოლო თვეების განმავლობაში კიევი აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება მის კონტრშეტევას ეხმარება.

ეს მეორე ამგვარი თავდასხმაა, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში ყირიმზე განხორციელდა. შაბათს, აქსიონოვმა განაცხადა, რომ ცენტრალურ ყირიმში, დრონით თავდასხმამ ამუნიციის საცავში აფეთქება გამოიწვია. შედეგად, მათ მოსახლეობის ევაკუაცია და მცირე ხნით, რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობის შეზღუდვა მოუწიათ.

კიევმა შაბთს მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა, რუსული არმიის ნავთობის საცავი და საწყობები გაანადგურა.

XS
SM
MD
LG