აღმოსავლეთ უკრაინაში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები გრძელდება, კიევი ამბობს, რომ ვითარება „რთულია“, მოსკოვში კი ამბობენ, რომ რუსულმა ჯარმა კუპიანსკის მიმართულებით წინ წაიწია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ტასი“ წერს, რომ რუსულმა ჯარებმა 2 კილომეტრით წინ წაიწიეს კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც სარკინიზო ჰაბად მიიჩნევა, ხარკივის რეგიონში.
უკვე თვეზე მეტია, აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობას, რაც უკრაინულმა ჯარმა კონტრშეტევა დაიწყო.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ამბობს, რომ რუსეთი კუპიანსკის მიმართულებას უტევს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მათ შეკავებას ახერხებენ. უკრაინის თქმით, რუსეთს რეგიონში 100 000-ზე მეტი სამხედრო და 900-ზე მეტი ტანკი ჰყავს მობილიზებული.
„სიტუაცია რთულია მაგრამ კონტროლ ქვეშ “, - წერს სირსკი „ტელეგრამში“.
უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს წინსვლას კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. ორივე ქალაქი უკრაინელებმა გასულ წელს გაათავისუფლეს ოკუპაციისგან. კუპიანსკთან ერთად ლიმანიც სარკინიგზო კვანძად მიიჩნევა, შესაბამისად ორივე ქალაქი ტაქტიკური მნიშვნელობისაა.
სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ შეძლო. სააგენტო უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ კონტრშეტევის ფარგლებში 210 კვადრატულ კილომეტრზე მეტის გათავისუფლება მოახერხა. „როიტერის" ინფორმაციით, უკრაინელთა წინსვლას დანაღმული ტერიტორიები ართულებს, რომელსაც რუსეთი ცოცხალი ძალით აკონტროლებს და აძლიერებს.
უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „წარუმატებლად“ შეაფასა, ეს მაშინ როცა კიევში ამბობენ, რომ კონტრშეტევა ფრთხილად მიდის წინ, რათა თავიდან აიცილონ დიდი მსხვერპლი.
Facebook Forum