უკრაინის შეიარაღებული ძალები, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ზაპორიჟიის სამხრეთ ნაწილში იერიშს განაგრძობს. ამავე დროს ტერიტორიული მიღწევები აქვთ აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონშიც.
"გასული კვირის განმავლობაში, შეტევითი ოპერაციების შედეგად, სულ დაახლოებით 18 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გათავისუფლდა", - განაცხადა ჰანა მალიარმა "ტელეგრამზე", თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ გათავისუფლებული ტერიტორიების ნაწილი ბახმუტის მიმდებარედაა.
მალიარმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის ფარგლებში 200 კვ.კმ-ზე მეტი ფართობის გათავისუფლება მოახერხა. მინისტრის მოადგილის თქმით, გასულ კვირას ბახმუტის ირგვლივ 7 კვ.კმ გათავისუფლდა, სულ კი ამ მიმართულებით 30 კვ.კმ-ით დაწინაურება გახდა შესაძლებელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოვველდღიური საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, რუსეთის ჯარი კონცენტრირებას ბახმუტის, ავდიივკის, კუპიანსკისა და მარიინკის მიმართულებით ცდილობს. ამავე განცხადებით, უკრაინელებმა დონეცკში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მჭიდრო ტერიტორიებზე 28 შეტაკება მოხდა, რუსების იერიშიც მოიგერიეს.
16 ივლისს, რუსულმა ძალებმა ხარკივის რეგიონი სამჯერ დაბომბა. ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხალხს საჰაერო განგაშის ფონზე, შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ოლეჰ სუნეჰუბოვმა თქვა, რომ ერთ-ერთი თავვდასხმისას, ერთი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში გადაყვანა კი სამ მამაკაცს დასჭირდა, ერთს სამედიცო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
უკრაინული მხარის თანახმად, რუსულმა ჯარმა ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინის წინააღმდეგ S-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა. მათ შორის ორი ჰაერში აფეთქდა, ერთი სტადიონს დაეცაა, მეორე კი სამანქანო გზას.