ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ამერიკიდან კასეტური ბომბები უკვე მიიღო, კიევი მათი ლიმიტირებული გამოყენების პირობას დებს


კიევი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებიდან უკვე მიიღო კასეტური საბრძოლო მასალა. თეთრმა სახლმა ერთი კვირის წინ, 7 ივლისს განაცხადა, რომ გადაწყვიტა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას კასეტური ბომბები გადასცეს.

მსგავსი შეიარაღება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. 123 სახელმწიფო აწერს ხელს კონვენციას, კასეტური ბომბების გამოყენების აკრძალვის თაობაზე. უკრაინა აცხადებს, რომ მათ ლიმიტირებულად გამოიყენებს, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მტრის კონცენტრაციაა.

მათი გამოყენება მოხდება "მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის" - აცხადებს ვალერი შერშენი, უკრაინის სამხრეთ უბანზე მებრძოლი სამხედრო ქვედანაყოფის პრესსპიკერი. ხუთშაბათს, 13 ივლისს შერშენმა განაცხადა, რომ შეიარაღება უკრაინამ უკვე მიიღო და რომ ეს $800 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების პაკეტის ნაწილია.

ცნობა შეერთებულ შტატებშიც დაადასტურეს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას სიმსმა, აშშ-ის გენერალური შტატების გაერთიანებული სარდლობის ოპერაციების სამმართველოს დირექტორმა, თქვა, რომ კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაში უკვე ჩავიდა.

მოსკოვმა ვაშინგტონის ქმედება დაგმო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხუთშაბათსვე განაცხადა, რომ რუსეთსაც შეუძლია მსგავსი შეიარაღების გამოყენების გადაწყვეტილების მიღება. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეიარაღებას მოსკოვი უკრაინის ფროტნზე უკვე იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG