რუსეთმა სმოლენსკში მდებარე პოლონეთის საკონსულოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქი მოსკოვიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული.
"პოლონეთის მთავრობის არამეგობრული ქმედებების შედეგად, რომლებიც ანტირუსულ ხასიათს ატარებს, გადაიდგა ნაბიჯები პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიური ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით“, - განუცხადეს სააგენტო „ინტერფაქსს“ მთავრობის პრესსამსახურში, ამ ნაბიჯის გამომწვევი მიზეზის ახსნის დროს.
საუბარია მაისში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც პოლონეთში რუსეთის საელჩოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სკოლა ვარშავაში პოლონეთის მთავრობამ რუსეთს ჩამოართვა. პოლონეთის მთავრობის არგუმენტი ის იყო, რომ რუსეთი არალეგალურად ისაკუთრებდა ამ ტერიტორიას და ის სინამდვილეში პოლონეთის სახელმწიფოს საკუთრება იყო.
მაშინ რუსეთმა თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა "არაკანონიერად" მოიქცა და რომ ეს ქმედება "არ ჩაივლიდა შესაბამისი პასუხის გარეშე". მოსკოვის გადაწყვეტილებით, ვარშავას "შესაბამისი" პასუხი 14 ივლისს გასცეს, როდესაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სმოლენსკში პოლონეთის საკონსულო გაეუქმებინა.