შვეიცარიას სურს, ევროპული საჰაერო თავდაცვის ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ შვეიცარიის მთავარობამ გააკეთა. ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის, ქვეყნის ნეიტრალიტეტის მრავალწლიან ტრადიციასთან შეუთავსებელია.
ევროპული „ცის ფარი“, საჰაერო თავდაცვის საერთო სქემაა, რომელიც გერმანიამ 2022 წელს შექმნა. მიზანი ევროპული საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა, არაპროვოცირებულმა ომმა შესძინა.
შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი, ვიოლა ამჰერდი, პროგრამაში გაწევრიანების შესახებ დეკლარაციას ხელს პარასკევს, ავსტრიელ და გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის ფარგლებში მოაწერს.
„შვეიცარიას სურს მონაწილეობა მიიღოს ევროპული ცის ფარის ინიციატივაში და განზრახვის შესახებ დეკლარაციას ხელი ბერნში მოეწერება“, - განუცხადა თავდაცვის სამინისტრომ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.
პროგრამაში მონაწილეობაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს 17 ევროპულ ქვეყანას. მათ შორის, გერმანიას, ბრიტანეთს, ფინეთს და შვედეთს.
პროექტი მიზნად ისახავს, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვის კოორდინირებით, როგორიცაა პატრიოტის სარაკეტო სისტემა, ქვეყნებისთვის ხარჯები შემცირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას სწავლებების, ტექნიკური მომსახურებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
ნეიტრალური შვეიცარიისგან, ევროპელი მეზობლები ითხოვენ დახმარება გაუწიოს უკრაინას, შვეიცარული წარმოების შეიარაღების რეექსპორტის დაშვებით.
გასულ კვირას, ბერნმა უარყო შვეიცარული თავდაცვის კოპანია RUAG-ის მოთხოვნა, უკრაინაში გასაგზავნად „ლეოპარდის“ ტიპის 96 საბრძოლო ტანკის გაყიდვის შესახებ. ბერნმა ასევე ვეტო დაადო დანიისა და გერმანიის მოთხოვნებს, რომლებსაც უკრაინის დასხამარებლად, შვეიცარული წარმოების ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა სურდათ.
„ცის ფარის“ პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებამ, შვეიცარიაში, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერების შეშფოთება გამოიწვია.
„ეს არ შეესაბამება მკაცრად ნეიტრალურ შვეიცარიას“ - თქვა ვერნერ გარტენმანმა, ლობისტური ჯგუფის, „პრო შვაიცის“ წარმომადგენელმა.
მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი, სამხედრო თვალსაზრისით, შვეიცარიას სხვა ქვეყნებსა და ნატოზე დამოკიდებულს გახდის და ქვეყანას სამიზნედ გადააქცევს.