ლიეტუვის პრეზიდენტმა ნატოს ლიდერებს დაჟინებით მოუწოდა, მომავალ კვირაში, მის ქვეყანაში დაგეგმილი სამიტის დროს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს უფრო თამამად მიუდგნენ. ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს კიევის საბრძოლო წარმატებებს გააძლიერებს, ნებისმიერ სიფრთხილეს კი მოსკოვი სისუსტედ აღიქვამს.
„როიტერთან“ ინტერვიუში, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ნატოელ მოკავშირეებს ურჩია უკუაგდონ იმის შიში, რომ სამხედრო ალიანსში უკრაინის შეყვანა რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს
„არ უნდა მოგვერიდოს მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები, რადგან სხვაგვარად პუტინის რეჟიმი ჩათვლის, რომ დასავლელი მოკავშირეები ძალიან სუსტები არიან, [ისინი] კუთხეში [უნდა] მიიმწყვდიო და დანებდებიან,“ თქვა ნაუსედამ.
„უკრაინის [წევრობის] პერსპექტივაზე ჩვენი უფრო მტკიცე გამონათქვამები, ბრძოლოს ველზე უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას უეჭველად გაზრდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ დაამატა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედამ „როიტერს“ უთხრა, რომ მომავალ კვირაში შეხვედრის დროს, შასაძლოა უკრაინას ომის შემდეგ ნატოში შესვლის გამარტივებული გზის დაპირება და მეტი სამხედრო დახმარება შესთავაზონ. მან იქვე აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინას ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანება არ მოხდება და ეს ყველასთვის გასაგებია, თუმცა ამისთვის საჭირო პროცედურები ახლავე უნდა მომზადდეს.