რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა მოსკოვს, სულ მცირე, ხუთი დრონით დაესხა თავს. რუსეთის თავდაცის უწყებამ, ინფორმაცია ამის შესახებ სამშაბათს გაავრცელა.
სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ერთი კი მოსკოვის ილქის, ოდინცოვოს რაიონში ჩამოვარდა, თუმცა არავინ დააშავებულა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ორი დრონი კრემლის სამხრეთ-დასავლეთით, 30 კმ-ში მდებარე სოფლის მახლობლად ჩამოაგდეს. ერთი დრონი მეზობელ კალუგას რეგიონში აღმოაჩინეს.
მოსკოვის მთავარ, ვნუკოვოს აეროპორტში, ფრენები რამდენიმე საათით შეიზღუდა. ვიდრე აეროპორტის ნორმალური მუშაობა აღდგებოდა, რამდენიმე შიდა ფრენა, ასევე ფრენები თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ეგვიპტიდან, სხვა აეროპორტში გადამისამართდა.
საინფორმაციო სააგენტი „რია ნოვოსტის“ ცნობით, ერთი დრონი, მოსკოვის დასავლეთით 63 კილომეტრში, ქალაქ კუბინკას ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ქალაქის მახლობლად, რუსული საავიაცია ბაზაა განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის და საგაერო საქმეთა სამინისტროები, თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს.
„კიევის რეჟიმის მცდელობა, თავს დაესხას ტერიტორიას, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა განთავსებული, მათ შორის აეროპორტი, რომელშიც ხორციელდება საერთაშორისო ფრენები, კიდევ ერთი ტერორისტული აქტია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ტერორისტულ რეჟიმს აფინანსებენ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
რუსული უწყებების განცხადებებზე, კომენტარი არ გაუკეთებია კიევს. უკრაინა, ოფიციალურად, თითქმის არასდროს იღებს პასუხისმგებლობას, რუსეთის ტერიტორიებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.