უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენა. კიევის შიდა დაზვრევის სააგენტომ ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა.
ოლეგ კულინიჩი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის "ეს-ბე-უს" ყირიმის დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. ის გასულ ივლისში რუსეთის მიმართ "მეგობრულად განწყობილი" ოპერატიული მუშაკების რეკრუტირების მიზეზით დააკავეს.
გამომძიებლები ამბობენ, რომ კულინიჩი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობდა და მას ის ყოფილი უკრაინელი ოფიციალური პირები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიქცნენ.
"ესაა ნათელი გზავნილი ყველასთვის, ვინც მტერთან თანამშრომლობს: "ეს-ბე-უ" აუცილებლად გიპოვნით და პასუხს გაგებინებთ იმაზე, რაც გააკეთეთ", - თქვა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძრვანელმა ვასილ მალიუკმა, რომელიც კულინიჩის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. თუკი კულინიჩს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ან მის ადვოკატებს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკი ამბოობდა, რომ კულინიჩის დაკავება "თვითწმენდის" პროცესის ნაწილი იყო. უკრაინის ხელისუფლება ასევე იძიებს ანდრიი ნაუმოვის, "ეს-ბე-უ"-ს შიდა უსაფრთხოების დეპარატამენტის უფროსის საქმეს, რომელიც გასულ წელს სერბეთში პოლიციამ დააკავა. მას მანქანით დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და ძვირფასი ქვები გადაჰქონდა.