იტალიის ცენტრალური ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში რუსი ოლიგარქების კუთვნილი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი გაყინეს. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ომის დაწყებიდან დღემდე იტალიის მთავრობამ რუსი ოლიგარქებს გაუყინა საბანკო ანგარიშები და ჩამოართვა ძვირადღირებული იახტები, ვილები და ავტომობილები.
2022 წლის თებერვლამდე იტალიის კურორტები და პლაჟები მდიდარი რუსებისთვის პოპულარული დანიშნულების ადგილები იყო, თუმცა ევროკავშირის მიერ ამოქმედებული სანქციების შემდეგ, რუს ოლიგარქებსა და კრემლთან დაკავშირებულ პირებს, შეეზღუდათ მასზე წვდომა და მათ საკუთრებაში არსებული აქტივები გაიყინა.
ამ ნაბიჯს, რამდენიმე სასამართლო დავა მოჰყვა, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს.
პარალელურად, ვაშინგტონსა და ბრიუსელში მსჯელობენ, უნდა მოხდეს თუ არა რუსეთის ელიტის გაყინული ქონებების კონპენსკაცია და თანხები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მიიმართოს. აღიშნული ხანგრძლივი პროცესია და საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებას საჭიროებს.
Facebook Forum