ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის „ტერორიზმის საქმეზე“ 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ის ბრალს „აბსურდულს“ უწოდებს


პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ახალი საქმე ტერორიზმს შეეხება და მას ამ „აბსურდული“ ბრალდებით სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.

„მათ აბსურდული ბრალდება წამიყენეს, მემუქრება 30 წლით თავისუფლების აღკვეთა", - წერს ნავალნი, მისი ეს გზავნილი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

„გამომძიებელმა ვიდიუკოვმა თქვა, რომ ტერორიზმის საქმე სხვა საქმისგან ცალკეა გამოყოფილი, და როდესაც მე ვიმყოფები ციხეში, ვაწყობ ტერორისტულ თავდასხმებს“, - ამბობს ნავალნი.

სასამართლო სხდომაზე ნავალნი ციხიდან ვიდეოზარით ჩართეს, თუმცა სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით რამდენიმე წუთში დაიხურა.

ნავალნი ამბობს, რომ მისი უფლებები დარღვეულია და ვერ ეცნობა საქმის მასალებს, რომელიც 196 ტომისგან შედგება. ნავალნის თანამებრძოლმა, ივან ჟდანოვმა მანამდე თქვა, რომ გამომძიებლებმა ნავალნის ადვოკატს საქმის გასაცნობად 24 საათი მისცეს.

ნავალნი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ოქტომბერში კიდევ ერთი საქმე აღიძრა "ტერორიზმისა და ნაციზმის პროპაგანდის" ბრალდებით. ეს კი მისი თანამოაზრეების მიერ YouTube-ზე გაკეთებულ განცხადებს უკავშირდება. მათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა გააკრიტიკეს და დაგმეს მოსკოვის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამბობს, რომ ნავალნის თანამოაზრეები უკრაინის საიდუმლო სამსახურებთან ერთად კრემლის მომხრე ბლოგერის - „ტატარსკის“ მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ბლოგერი, მეტსახელად "ტატარსკი" რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში აპრილის დასაწყისში ააფეთქეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG