მოსკოვმა მოლდოველი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რამდენიმე მოლდოველ პირს. ეს მოსკოვის საპასუხო ქმედება იყო კიშინოვის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 აპრილს, მოლდოვის ელჩი რუსეთში ლილიან დარიი დაიბარეს, რათა მისთვის პროტესტის ნოტა გადაეცათ "კიშინოვის განგრძობითი არამეგობრული ნაბიჯების გამო, რუსეთისადმი, ასევე რეგულარული ანტირუსული განცხადებებისთვის", ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროში ამბობენ, რომ ელჩის გაძევების მიზეზი გახდა ისიც, რომ მოლდოვა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს შეუერთდა.
გასულ კვირას, კიშინიოვმა მოლდოვიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა, რაც კიშინოვსა და მოსკოვს შორის არსებულ გამწვავებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს.
ამასთან, 17 აპრილს მოლდოვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, თათარსტანის ლიდერის რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციას, რომელიც ქვეყანაში მოლდოვის ავტონომიური ტერიტორიის, დნესტრისპირეთის, პრორუსი ლიდერისთვის, მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩადიოდა.
ორი დღის შემდეგ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარა და აცნობა, რომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, მინიხანოვის მოლდოვაში შესვლის წარუმატებელი მცდელობის დროს, აეროპორტში მისი ქვეცის გამო.
გაძევებული მოლდოველი დიპლომატის სახელი, ისევე როგორც იმ ოფიციალური პირების, ვისაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. თუმცა, რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" განაცხადა, რომ მოსკოვმა მოლდოვის კონსული გააძევა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრ ანა რენეკოს, ასევე სამ კანონმდებელს მმართველი პარტიიდან: ოაზუ ნანტოის, ოლესეა სტამატეს და ლილიან კარპს.
პარალელურად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო შვედეთმაც. 25 აპრილს სტოკჰოლმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი ვიქტორ ტატარინცევი დაიბარა, რათა ეცნობებინა, რომ რუსეთის საელჩოს ხუთ თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოუწევს, შვედეთში "მათი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ".