ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ალტერნატიულ გზებს გამოიყენებს, თუ უკრაინასთან სატრანზიტო შეთანხმება შეწყდა


თხევადი ბუნებრივი აირის მისაწოდებლად, რუსეთი ალტერნატიულ მარშრუტებს გამოიყენებს, თუკი უკრაინა, რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ, შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს. აღნიშნული განაცხადება 26 იანვარს, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მანამდე, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზის ტრანზიტის შეთანხმების გაგრძელების შესაძლებლობაზე, უკრაინის მთავრობა, რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

მოსკოვსა და კიევს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს გასდის. სატრანზიტო შეთანხმების მიხედვით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირი, უკრაინის გავლით, ევროპას მიეწოდება.

ჟურნალისტებთან გამართულ ყოველდღიურ სატელეფონო პრესკონფერენციაზე, პესკოვმა ისიც თქვა, რომ რუსული გაზის ექსპორტის ლოგისტიკური არხები მთლიანად გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის შემდგარი გარიგება არ გახანგრძლივდა.

"საკითხავია, როგორ მოხვდება ეს გაზი იქ [ევროპაში]. რა თქმა უნდა, არსებობს თურქეთთან დაკავშირებული მარშრუტები, არსებობს თხევადი გაზის მარაგები, რაზეც ახლა დიდი მოთხოვნაა... რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ცვლილებებს ყველა არსებულ ლოგისტიკურ ჯაჭვში", - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინა იყო რუსეთის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ევროპაში გაზის მიწოდების საქმეში. თუმცა, უკრაინის გავლით ექსპორტი შემცირდა, რადგან რუსეთი აწ უკვე დაზიანებულ მილსადენს, "ჩრდილოეთის ნაკადს" იყენებდა, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გერმანიისკენ მიემართება. ამას გარდა, რუსეთი იყენებს გაზსადენ "თურქეთის ნაკადს", რომელიც მას შავი ზღვის გავლით, თურქეთს აკავშირებს.

ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირებაზე დიდი გავლენა იქონია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა და მისმა პოლიტიკურმა შედეგებმა. თუ აქამდე რუსეთს პირველი ადგილი ეკავა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თვალსაზრით, ახლა მას პოზიციები ნორვეგიამ ჩამოართვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG