ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა 2023 წელს გათხევადებული გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო


შეერთებული შტატების მიერ გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტმა დეკემბერში ყოველთვიურ და წლიურ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკა მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას იკავებს.

მსოფლიოს მასშტაბით გათხევადებული გაზის პირველი სამი უმსხვილესი ექსპორტიორი ამერიკა, ყატარი და ავსტრალიაა.

შეერთბული შტატების ტერმინალებიდან 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო ბაზარზე 8,6 მილიონი მეტრული ტონა გათხევადებული გაზი გაიგზავნა.

2023 წელს ამერიკიდან ექსპორტი 14,7%-ით გაიზარდა და ჯამურმა მაჩვენებელმა 88,9 მილიონი ტონა შეადგინა. ეს ზრდა დიდწილად „ფრიპორტის“ გათხევადებული გაზის საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებით იყო განპირობებული. 2022 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად საწარმო ბოლო პერიოდამდე შეზღუდვებით მუშაობდა.

2022 წელს უმსხვილესი ექსპორტიორი ყატარი იყო, ავსტრალია კი - მეორე ადგილზე იყო.

XS
SM
MD
LG