ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი გამომძიებლები: "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებებთან დაკავშირებულ იახტაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოჩნდა


გამომძიებლები გასულ წელს, "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენზე ჯერაც დაუდგენელი მიზეზის გამო მომხარ აფეთქებას იძიებენ. ბალტიის ზღვაში მომხდარი აფეთქების საქმეზე მომუშავე ევროპელი გამომძიებლები ამბობენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებულ გერმანულ იახტაზე წყალქვეშა ასაფეთქებლის კვალი აღმოაჩინეს.

გამოძიების ბოლო აღმოჩენების შესახებ ინფორმაცია დანიელი, გერმანელი და შვედი დიპლომატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია მოცემული. 10 ივლისით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ გამოძიებას მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გასული წლის 26 სექტემბერს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

აფეთქების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაზი წყლის ზედაპირზე გამოჩნდა. თავდაპირევლად, დასავლელი ოფიციალური პირები აფეთქებაში ბრალს რუსეთს სდებდნენ. თავად რუსეთი კი ამბობდა, რომ აფეთქება ამერიკის და მისი მოკავშირების დაკვეთით მოხდა. რუსეთის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მმისთვის სულაც არ იყო ხელსაყრელი იმ მილების აფეთქება, რომელსაც მისივე საწვავი დასავლურ ქვეყნებში გადაჰქონდა.

"ჩრდილოეთის ნაკადი" რუსეთის მილსადენია, რომელიც ბალტიის ზღვისქვეშ გადის და ის გერმანიისა და ევროპისთვის რუსული ნავთობის პირდაპირ მისაწოდებლად აშენდა. ის გვერდს უვლის უკრაინას, პოლონეთს და სხვა ისეთ ქვეყნებს, ვისთანაც რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდეც არამეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. "ჩრდილოეთის ნაკადი" წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ს რომელიც პირველზე გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, არასდროს უმუშავია, ვინაიდან გერმანიამ გარკვეული დარღევევების გამო, მისი ამოქმედების რეკომენდაცია არ გასცა.

მილსადენის აფეთქების შემდეგ, თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასვხა ვერსია იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ ააფეთქა მისლადენი. აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ გერმანიის პორტში, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა იახტა იქირავა და ის აფეთქებასთან იყო დაკავშირებული. მათმა ნაწილმა, ქირაობისას ბულგარული პასპორტები წარადგინა. უახლესი ინფორმაციით კი სწორედ ამ იახტაზე გერმანელმა გამომძიებლებმა წყალქვეშა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალს მიაგნეს.

XS
SM
MD
LG