ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კიევზე ირანული დრონებით თავდასხმას აგრძელებს


რუსეთი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს კამიკაძე დრონებით ესხმის თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა, სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უწყვეტი თავდასხმებისას, რუსული დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

„ერთ კვირაზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ, ზედიზედ მეორე დღეა, მტერი კიევს ირანული დრონებით ესხმის თავს. საჰაერო განგაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში ყვეალ დრონი გაანადგურა“, - აცხადებს კიევის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰიი პოპკო „ტელეგრამზე“. მისივე თქმით, დაშავებულებისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ცენტრალური უკრაინის რეგიონ ჩერკასში, ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად, რომელმაც ხანძარი გამოწივია, ორმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახევ რეგიონის გუბერნატორი, იჰორ ტაბურეტსი ავრცელებს.

ამ ფონზე, უკრაინის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე, უკრაინის ჯარები „ზომიერი ტემპით“ წინ მიიწევს და ინიციატივა მათ მხარეს რჩება. ეს დანაყოფები ბახმუტთან ახლოს, დონეცკის აღმოსავლეთით იბრძვიან.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 12 ივლისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ ამ მხარეში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 29 ბრძოლა იყო: ”ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები [ბახმუტის] რაიონში. ავდიევკის მიმართულებით თავდაცვის ძალები, რუსული ჯარების წინსვლის ბლოკირებას აგრძელებს“, - აცხადებენ უკრაინის ოფიციალური სამხედრო პირები.

XS
SM
MD
LG