ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 გარდაცვლილი და 1 დაშავებული - რუსეთში გაზსადენი აფეთქდა


ცენტრალურ რუსეთში, გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას, სამი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. გაზსადენით, რუსული არქტიკიდან უკრაინის გავლით, გაზი ევროპას მიეწოდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები და რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ, „ტელეგრამში“ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ურენგოი-პომარი-უჟჰოროდის მილსადენის მონაკვეთზე, გაზის ნაკადი ადგილობრივი დროით 13:50 საათისთვის შეწყდა.

სირენების ხმა და რუსული ბომბების წვიმა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:14 0:00

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, „ტასი“ სამი გარდაცვლილისა და ერთი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ჩუვაშიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ განაცხადა, რომ სოფელ კალინინოს მახლობლად, მილსადენი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების დროს აფეთქდა. აფეთქება ქალაქ ყაზანის ვოლგის დასავლეთით, დაახლოებით 150 კილომეტრში მოხდა.

1980-იან წლებში აშენებული მილსადენი, ამჟამად, რუსული გაზის ევროპასკენ მიმავალი მთავარი მარშრუტია.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზის მწარმოებელი გაზპრომის სათაო ოფისი და მისი ადგილობრივი ფილიალი, მომხდართან დაკავშირებით, სააგენტო „როიტერის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

XS
SM
MD
LG