ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი უკრაინის დახმარებას ბლოკავს და ამბობს, რომ შეუძლია შეაჩეროს გაწევრიანების პროცესიც


რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა პარტიორებისგან დამატებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ითხოვს, თუმცა ირკვევა, რომ კიევი ევროკავშირისგან დამატებით დახმარებას წელს ვერ მიიღებს, რადგან უნგრეთმა დახმარების ძირითადი პაკეტი დაბლოკა.

საუბარია 55 მილიარდ ამერიკულ დოლარზე, რომელიც როგორც უკრაინის საჭიროებებს ასევე მიგრანტების კრიზისს უნდა მოხმარებოდა. შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ 2024 წლის დასაწყისში უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები განახლდება და კენჭისყრა კვლავ გაიმართება.

ორბანმა მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და თქვა, რომ უნგრეთს სურს ევროკავშირისგან მიიღოს ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ევროკავშირმა სხვადასხვა მიზეზით დაუბლოკა.

„უნგრეთისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ნათლად აჩვენოს, რომ მან უნდა მიიღოს ის, რისი უფლებაც აქვს. არა ნახევარი ან მეოთხედი,“- თქვა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აქვე განმარტავს, რომ მას კიდევ შეუძლია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ 26 ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. გადაწყვეტილების მიღების პროცესს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია, როგორც მოგვიანებით გაირკვა ვიქტორ ორბანმა დარბაზი კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

ორბანის გადაწყვეტილებას დაებლოკა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება კრემლში მიესალმებიან. რაც შეეხება უკრაინის დაახლოებას ევროკავშირთან, კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ ეს პოლიტიზირებული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც შესაძლოა ბლოკის დესტაბილიზაცია მოახდინოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG