ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომს რუსეთის მიზნების მიღწევამდე გაარძელებს


რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინაში, თუ კიევი არ დათანხმდება პირობებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსკოვის უსაფრთხოების საკითხებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 14 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები შესრულდება.

პუტინი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

ეგრეთწოდებულ, „სატელევიზიო მარათონზე“ პუტინმა საზოგადოებისა და მედიის კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ მარტში - უკვე მეოთხედ - იყრის პრეზიდენტობაზე კენჭს მომდევნო ექვსწლიანი ვადით. მოსალოდნელია, რომ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, რის შემდევაც პრეზიდენტის პოსტზე 2030 წლამდე შეეძლება დარჩენა.

71 წლის პუტინმა ომზე საუბრისას თქვა, რომ რუსეთის მთავარი მიზნები "დენაციფიკაცია", "დემილიტარიზაცია" და უკრაინის ნეიტრალიტეტის დაცვა, უცვლელი რჩება.

„მშვიდობა იქნება, როცა ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს“, - თქვა მან. „რაც შეეხება დემილიტარიზაციას, თუ მათ [უკრაინელებს] არ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვართ მივიღოთ სხვა ზომები, მათ შორის სამხედრო. ან მივიღებთ შეთანხმებას, შევთანხმდებით გარკვეულ პარამეტრებზე [უკრაინის სამხედრო ძალების ზომასა და სიძლიერეზე]... ან ამას ძალით მოვაგვარებთ. ეს არის ის, რისკენაც ვისწრაფვით", - დასძინა პუტინმა.

პრესკონფერენციის განმავლობაში ერთ მომენტში, პუტინმა რუსი ჯარისკაცების ორკესტირებულ კითხვებს უპასუხა ფრონტის ხაზიდან სროლების ხმის ფონზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია მანამ, სანამ ყველა რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. ზელენსკი დასავლეთს სამხედრო დახმარების გაგრძელებას სთხოვს საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

XS
SM
MD
LG