ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ორმა მესამედმა ხმა მისცა თაცდაცვის პოლიტიკის აქტის მიღებას, რომელიც წლიური სამხედრო ხარჯებისთვის სარეკორდო $886 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. ამ დანახარჯებში ასევე იგულისხმება 300 მილიონით მომავალი წლის დახმარება უკრაინისთვის და ჩინეთის შეკავებისთვის საჭირო ფინანსები ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში.

ამგვარად, პალატამ 310 ხმით 118-ის წინააღმდეგ, დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლების ძლიერი მხარდაჭერით ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, რომელსაც ძალაში შესვლამდე ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

ეს აქტი ხარჯვითი კანონპროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც მთავრობის საბიუჯეტო კურსს აყალიბებს, აფინანსებს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ჯარში ხელფასების ზრდა, გემების, ამუნიციისა თუ თვითმფრინავების შესყიდვა.

წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ამ კანონპროექტის საკუთარი ვერსიები წამოაყენეს, თუმცა დღეს კომპრომისული კანონპროექტი იქნა მიღებული.

ეს დახმარება ძალიან ცოტაა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კონგრესისთვის მოთხოვნილ 61 მილიარდ დოლარიან დახმარებასთან შედარებით, რომელიც რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო დახმარებას გულისხმობს. ამ პაკეტს ჯერჯერობით რესპუბლიკელი კანონმდებლები მხარს არ უჭერენ.

XS
SM
MD
LG