ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომამდეგენლთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი კონგრესს წლის ბოლოს დატოვებს


წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი ამბობს, რომ კონგრესს წლის ბოლოს დატოვებს. მაკკარტის ამ გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ პარტიაში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მხოლოდ მცირედი განსხვავებით ინარჩუნებენ და არ სურთ, რომ ადგილი დაკარგონ.

მაკკარტის გადაწყვეტილების პარალელურად, კონგრესი ცდილობს რომ მნიშვნელოვანი კანონმდებლობა 2024 წლის დასაწყისში დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში თუ კონგრესი 19 იანვრამდე ვერ შეძლებს 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, მაშინ მთავრობა ნაწილობრივ შეწყვეტს მუშაობას.

"გადავწყვიტე, რომ წლის ბოლოს დავტოვო წარმომადგენელთა პალატა, რათა ამერიკას სხვა გზით ვემსახურო",- განაცხადა კევინ მაკკარტიმ "უოლ სტრიტ ჯორნალთან" საუბრისას.

"ხშირად ისე ჩანს, რომ რაც უფრო მეტს აკეთებს ვაშინგტონი, უარესი ემართება ამერიკას",- ამბობს მაკკარტი.

მაკკარტის მიერ წარმომადგენელთა პალატის დატოვებამ, შესაძლოა რესპუბლიკელებს წაართვას პალატაში უმრავლესობის შენარჩუნების შანსები.

მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 2023 წლის იანვარში, რამდენიმე მცდელობის შემდეგ აირჩიეს. მან სპიკერის პოსტი 2023 წლის ოქტომბერში დატოვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG