ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაკკარტი, სავარაუდოდ, რესპუბლიკელების ახალი ამბოხის წინაშე აღმოჩნდება


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი თავისი ლიდერობისთვის საფრთხის წინაშე დგას. შესაძლოა, ამ ვითარებამ, რესპუბლიკური პარტია, მიმდინარე კვირაში, კვლავ კრიზისში ჩაძიროს.

მეამბოხე რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მეტ გაეთზმა კვირას პირობა დადო, რომ მაკკარტის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ბრძოლას დაიწყებს. ეს ხდება სულ ცხრა თვეში მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა გაეთზის და სხვა მკაცრად კონსერვატიული რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მიიღო.

ტელეარხ „სი-ბი-ესთან“ ინტერიუში მაკკარტიმ განაცხადა: „მე გადავრჩები“. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან არასდროს გადაუყენებიათ. სახელმწიფო იერარქიაში სპიკერს მესამე ადგილი უკავია პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ.

გაეთზი განარისხა მაკარტის ნაბიჯმა, მეტოქე დემოკრატების მხარდაჭერით დაემტკიცებინა მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სრულმასშტაბიან მუშაობას უზრუნველყოფს. გაეთზი და მკაცრი კურსის მომხრე სხვა რესპუბლიკელები დაჟინებით მოითხოვდნენ ხარჯვითი ნაწილის ღრმა შეკვეცას, რაზეც დემოკრატები ამბობდნენ, რომ ამით პრეზიდენტ ბაიდენის და მაკკარტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დაირღვეოდა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს არ უთქვამს, შეუერთდება თუ არა მისი ფრაქცია მემარჯვენე რესპუბლიკელებს, რათა მაკკარტის გადაყენებაში დაეხმაროს, ან დემოკრატები პოლიტიკური და საკანონმდებლო უპირატესობების სანაცვლოდ, მაკარტის თანამდებობის შენარჩუნებაში თუ დაეხმარებიან.

წარმომადგენელთა პალატას და სენატს დრო 17 ნოემბრამდე აქვთ, რათა 2024 საფინანსო წლისთვის ან შეთანხმდნენ ხარჯვითი ნაწილის 12 კანონპროექტზე, ან მთავრობის დახურვის თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთი დროებითი ღონისძიება გაატარონ.

XS
SM
MD
LG