ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკალისი მაკკარტის ნაცვლად - რესპუბლიკელებმა სპიკერობის ნომინანტი დაასახელეს


კონგრესმენი სტივ სკალისი ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობს. 11 ოქტომბერი, 2023 წ. ვაშინგტონი, აშშ
კონგრესმენი სტივ სკალისი ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობს. 11 ოქტომბერი, 2023 წ. ვაშინგტონი, აშშ

ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკელებმა, რომლებიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, სპიკერის პოსტზე კონგრესმენ სტივ სკალისის კანდიდატურა დაასახელეს. გასულ კვირას გამართული კენჭისყრის შემდეგ, მათ ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი გადააყენეს, რის შემდეგაც პალატა პრაქტიკულად პარალიზებულია.

სკალისს, რომელიც ამჟამად რანგით მე-2 რესპუბლიკელია, სპიკერის პოსტის დაკავებამდე, წინ პალატის სრული შემადგენლობით კენჭისყრა ელის. რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით, 221-ით 212-ის წინააღმდეგ აკონტროლებენ.

58 წლის კონგრესმენი სკალისი რესპუბლიკელებმა ოთხშაბათს ფარული კენჭისყრით, დახურულ კარს მიღმა აირჩიეს. სპიკერის ნომინაციისთვის ასევე იბრძოდა კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, მაგრამ სკალისმა მეტი ვეტერანისა და ტრადიციული რესპუბლიკელი კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ პალატის ლიდერის პოსტის შევსება სასწრაფოდ სჭირდებათ, ისრაელში შექმნილი ვითარების, ბიუჯეტის და უკრაინისთვის დახმარების მიწოდების დამტკიცების საჭიროების ფონზე.
"მართლა, მართლა მნიშვნელოვანია, რომ კონგრესში მუშაობა განახლდეს", - უთხრა სკალისმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG