გამოკითხული ოთხი პალესტინელიდან საშუალოდ სამს მიაჩნია, რომ შვიდ ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა "სწორი" იყო. გამოკითხვა პალესტინურმა პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (PCPSR) ჩაატარა.
რესპონდენტთა 72%-ის თქმით, მათ სჯერათ, რომ „ჰამასის“ გადაწყვეტილება, სამხრეთ ისრაელში, საზღვრისპირა თავდასხმა „სწორი“ იყო, მისი შედეგების გათვალისწინებით. „ჰამასის“ ამ ქმედებას „არასწორად“ აფასებს, გამოკითხულთა 22%. დანარჩენებმა, კითხვას არ უპასუხეს ან საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი პასუხის გაცემა უჭირთ.
„ჰამასი“, რომელსაც ისრაელის განადგურების ფიცი აქვს დადებული, ღაზის სექტორს 2007 წლიდან, „პალესტინური ხელისუფლებისგან“ (PA) გამოყოფის შემდეგ მართავს.
კვლევა აჩვენებს, რომ ომამდელი გამოკითხვების შედეგებთან შედარებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ მხარდაჭერა გაიზარდა, დასავლეთ ნაპირზე კი მხარდაჭერა გასამმაგებულ მაჩვენებელს აჭარბებს.
ღაზის სექტორის მოსახლეობის 52% და დასავლეთ ნაპირის მოსახლეთა 85%, ჯამში გამოკითხულ პალესტინელთა 72%, მიმდინარე ომში „ჰამასის“ როლით კმაყოფილებას გამოთქვამს. პალესტინელთა მხოლოდ 11% გამოთქვამს კმაყოფილებას პალესტინელთა ხელისუფლების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მიმართ.
აბასის პოპულარობა თითქმის ათწლეულის განმავლობაში ეცემა, ისრაელთან ერთად, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მოლაპარაკებების კვალდაკვალ.
7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული „ჰამასის“ თავდასხმა, არსებობის 75 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი დღე იყო. ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას, 1200-ზე მეტი ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. 240 ადამიანი კი დაჯგუფებამ დაატყვევა და ღაზაში წაიყვანა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, მინიმუმ 18 608 პალესტინელი დაიღუპა. ღაზის 2,3 მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა, იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.