ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედური არჩევნები ამერიკაში და უკრაინის დახმარება


შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ახლოვდება. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით გავლენა იქონიოს.

ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკელები, წარმომადგენელთა პალატაზე და სენატზე კონტროლის დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროცესს შეანელებენ. თუმცა, ის სრულად არ შეწყდება.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკელები ამ საკითხს გამოიყენებენ ბერკეტად, რათა დემოკრატები მექსიკიდან იმიგრანტების შემოდინების შემცირებაზე დაიყოლიონ.

ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ამერიკაში უკრაინას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს საკითხი არ გადაიხედება, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელ კანომდებელთა ნაწილი კრიტიკულად უდგება უკრაინის მთავრობის საქმიანობას.

რესპუბლიკელების ის ნაწილი, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს, დონალდ ტრამპთან ახლო კავშირშია. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას უკრაინაში კორუფციის დონე აშფოთებდა.

რესპუბლიკელთა ამ ნაწილს ამ კვირაში ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიმართა და გააკრიტიკა. ჰერიტიჯის ფონდში გამოსვლისას, პენსმა თქვა, რომ ეს „არაპრინციპული პოპულიზმია“.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინისთვის დიდი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ ძირითადად კონსერვატიული ფრთა გამოდის. ამის დასტურად სპეციალისტებს კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი ტელევიზიის გადაცემები მოჰყავთ, რომლებშიც ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დიდძალი დახმარების აღმოჩენას აკრიტიკებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG