ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უკრაინაში სწრაფ წინსვლაზე საუბრობს და კიევთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს


რუსეთის ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში რუსულმა ჯარებმა უკრაინის მიწაზე სწრაფი წინსვლა მოახერხეს. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბრის პირველ რვა დღეში, კრემლის ინფორმაციით რუსეთმა შეძლო დონბასის ტერიტორიის 1000 კვადრატული კილომეტრის დამატებით ოკუპაცია. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიების მეხუთედზე აქვს კონტროლი მოპოვებული.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით ახლა რუსეთის მიზანია კონტროლი მოიპოვოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ პოკროვსკაში და გაარღვიოს უკრაინის თავდაცვითი ხაზი.

სერგეი შოიგუ, რომელმაც ინტერვიუ რუსულ სამთავრობო ტელევიზიებს მისცა ამბობს, რომ კრემლი არ გეგმავს კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას მანამ, სანამ ერთი უკრაინელი სამხედრო მაინც იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე. შოიგუ ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ამ შემთხვევაში საუბრობს უკრაინული ძალების რუსეთის მიწაზე შეჭრის შესახებ, რომელიც აგვისტოში დაიწყო და ამ დრისთვის უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში ათობით სოფელს აკონტროლებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალებისთვის მიმართულების შეცვლა იყო. თუმცა როგორც ჩანს კრემლი სხვა ტაქტიკას მიჰყვება.

რუსეთმა ომი უკრაინაში, რომელსაც კრემლში „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ, 2022 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG