ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები შეიწყალა-რას მოასწავებს ეს?


ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასული კვირის ოთხშაბათს, 4 თებერვალს, განაცხადა, რომ 30 პოლიტპატიმარს შეიწყალებს. ეს უკვე მესამე ასეთი პატიმართა შეწყალების აქტია, ბოლოსამი თვის განმავლობაში.

გათავისუფლებულთა სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი, მარია კოლესნიკოვა, სიაში არაა. კოლესნიკოვა იმ სამ ოპოზიციონერ ქალს შორის იყო, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ ცვლილებების გაერთიანებულ კამპანიას მართავდნენ. კოლესნიკოვამ ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვა და საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ ის დააკავეს.

მიუხედავად ამისა, კოლესნიკოვას და, ტანია ხომიჩი, იმედოვნებს, რომ შეწყალებების ბოლო ტალღა შესაძლოა სიგნალი იყოს მსოფლიოსთვის, რომ ლუკაშენკო შესაძლოა მზად იყოს ვაჭრობა დაიწყოს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.

ხომიჩი ასევე იმედოვნებს, რომ ლუკაშენკო, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ბელარუსში ერთპიროვნულ მმართველობას ფლობს, შესაძლოა საკუთარ მომავალზე ფიქრობდეს და ღია იყოს დასავლეთის ქვეყნებთან მოსალაპარაკებლად პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

„ლუკაშენკოს არ სურს დაივიწყონ უკრაინასთან მშვიდობის დამყარების შემდეგ“, განუცხადა კომიჩმა “ამერიკის ხმას”. „მას არ სურს, რომ ბელარუსი მთლიანად ჩაყლაპოს რუსეთმა“.

კოლესნიკოვას საქმეზე ბოლო დროს, განსაკუთრებული ხმაურია ატეხილია, რადგან ის და სხვა მაღალი ცნობადობის პოლიტიკური პატიმრები, უკვე 600 დღეა, რაც კონტაქტზე არ გადიან.

კოლესნიკოვა, სვიატლანა ციხანუსკაიას მეუღლე, სერჰი ციხანუსკი და 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრიზის მფლობელი, ალეს ბიალიაცკი, სხვა რამდენიმე პატიმართან ერთად იმ ადამიანთა სიაში მოხვდნენ, ვისაც საპატიმროდან წერილების გაგზავნა, სატელეფონო ზარების განხორციელება და იურისტებთან ვიზიტები აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ინფორმაცია, ოჯახის წევრებმადე მაინც მიდის. მაგალითად, ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ კოლესნიკოვა, რომელიც 1,7 მეტრის სიმაღლისაა, 45 კილოგრამზე ნაკლებს იწონის და არაა დარწმუნებული, რომ პატიმრობას თავს ცოცხალი დააღწევს.

“უბრალოდ წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნეა, ევროპის შუაგულში ვართ და ადამიანი შიმშილობს. მარიას კომუნიკაციის გარეშე ამყოფებენ. გთხოვთ, არ მისცეთ მას შიმშილით სიკვდილის უფლება”,- ამბობს კოლესნიკოვას და.

ოპოზიციის ლიდერის დის თქმით, მის დას, არსებული ჯანმრთელობის პრობლემებისა და წონის გამო, განსაკუთრებული კვება სჭირდება, რაზე წვდომაც მას არ აქვს.

ფრანაკ ვიაჩორკა, ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელის, სვიატლანა ციხანუსკაიას უფროსი მრჩეველი, პოლიტპატიმრების გათვაისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, შეწყალების სიაში შემავალი 30 ადამიანი ხანმოკლე ვადითიყო დაპატიმრებული და უფრო მცირე ბრალი ედებოდა, მაგალითად, სოციალურ მედიაში რეჟიმის საწინააღმდეგო პოსტებზე კომენტარის გაკეთება, ან მოწონება. ის ამბობს, რომ ბედნიერია ციხიდან ნებისმიერი პოლიტპატიმრის გათავისუფლების გამო, მაგრამ ეს შეწყალება არ არის იმის ნიშანი, რომ ლუკაშენკო არბილებს თავის პოზიციას, არამედ უბრალოდ ცდილობს იმიჯი შეიქმნას.

ციხანუსკაიას მთავრობის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ლუკაშენკოს მიერ პატიმრების შეწყალება უბრალოდ, კეთილი ჟესტი არაა და ეს საერთაშორისო ზეწოლის ძალისხმების შედეგად მოხდა.

შეწყალებების მიუხედავად, ოპოზიციონერის თქმით, ადამიანის უფლებების სიტუაცია კვლავ მწვავეა ბელარუსში. ის განმარტავს, რომ პატიმრობის წლები 10-15 წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, პოლიტპატიმრებს აიძულებენ, რომ ყვითელი სანიშნეები ატარონ, რათა სხვა პატიმრებმა იცოდნენ ვინ არიან ისინი და არ ესაუბრონ მათ.

„მათი ემოციურად გატეხვა სურთ“, - თქვა ტანია ხომიჩმა და აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრებული და „იზოლირებულ საკანსა“ და „სადამსჯელო საკანს“ შორის გადაყავთ. თითოეული მათგანი კი პატარა ბინძურ ოთახებია, იატაკზე ნახვრეტიანი ტუალეტებით. ხომიჩის თქმით, მთავარი განსხვავებაისაა, რომ იზოლატორში მარია კოლესნიკოვას შეუძლია კბილის ჯაგრისი და საპონი ჰქონდეს, ხოლო სადამსჯელო საკანში მას პირადი ნივთების ქონა არ შეუძლია.

ინტენსიური რეპრესიების ფონზე, ბელარუსის ხელისუფლება აკონტროლებს ელექტრონულ კომუნიკაციებსაც, ამბობს ვიაკორკა. ის განმარტავს, რომ ოპოზიციის აქტივობა ახლა "ოფლაინ" სივრცეში მიმდინარეობს.

მართალია ხალხი პირადი შეხვედრების, თუ ონლაინ სივრცეში ორგანიზებული აქტივობების საშუალებით ცდილობს, რეჟიმს ებრძოლოს, მაგრამ ციხანუსკაიას მთავრობიდან ყველას მოუწოდებენ, რომ ამ მომენტისთვის პოლიტიკურ აქტივობაში ღიად არ ჩაერთონ.

ციხანუსკაიას მთავრობაში ამბობენ, რომ არ სურთ ხალხის გაწირვა, რომ ახლა ქვეყანაში ქაოსია და იმ დროს ელოდებიან, როდესაც ლუკაშენკო შეცდომების დაშვებას დაიწყებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG