ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ამბობს, რომ უკრაინასთან საზღვრის დაცვას აძლიერებს


რუსეთ-ბელარუსის ბირთვული წვრთნები, ივნისი, 2024
რუსეთ-ბელარუსის ბირთვული წვრთნები, ივნისი, 2024

ბელარუსმა უკრაინასთან საზღვარზე რაკეტების გამშვები რამდენიმე სისტემა უკვე განალაგა - ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

პარასკევს ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ჩამოაგდეს უკრაინიდან ბელარუსის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის თაობაზე ინფორმაციის შესაგროვებლად, მათ ცაზე მფრინავი კვადროკოპტერი.

ამავე კვირის დასაწყისში, საზღვრის დაცვის სამსახური ამბობდა, რომ ასაფეთქებელი საშუალებები და ხელნაკეთი ბომბისთვის საჭირო მასალები აღმოაჩინა. მისივე განცხადებით ეს იმ ტერიტორიაზე იყო, რომელზეც მისი ცნობით, უკრაინის მეზობელი რეგიონიდან კიევის მხარდამჭერი რუსი მებრძოლები იყვნენ გადასულები.

თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ფოტოები, რომელთა მიხედვითაც, მინსკმა საზღვრის გასწვრივ ტყიან ტერიტორიაზე ბელარუსული სარაკეტო სისტემები "პოლონეზი" განალაგა.

"შეიარაღებულმა ძალებმა აღჭურვა და დაფარა სამხედრო პერსონალისა და მათი ტექნიკის ლოკაციები კონკრეტულ ტერიტორიაზე და აგრძელებს თავისი ამოცანების შესრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინას ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG