ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თავდასხმების შემდეგ, უკრაინაში ენერგიის ავარიული გათიშვები განახლდა


დღის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქის მთელი უბნები ენერგიის დასაზოგად ქსელიდან ითიშება. მუშაობას წყვეტს შუქნიშნები და კაფეების და მაღაზიების წინ დადგმული გენერატორები უწყვეტად გუგუნებენ.

უკრაინა, კიევის ჩათვლით, ცდილობს გაუმკლავდეს ენერგიის გრაფიკით გათიშვის ახალ ტალღას მას შემდეგ, რაც განუწყვეტელმა რუსულმა თავდასხმებმა ქვეყნის ენერგო გენერაციის მოცულობა გაანახევრა.

კიევის მცხოვრებლები და ბიზნესები ელექტროენერგიის არარსებობასთან შეგუებას გენერატორებით, აკუმულატორებით, ხელის ფარნებით და ტუალეტით სარგებლობის გრაფიკის შეცვლითაც კი ცდილობენ. ქვეყნის ენერგოსისტემისთვის მიყენებული მძიმე ზიანის ფონზე, მილიონობით ადამიანი დარწმუნებული არ არის, რომ თბილი თვეების გასვლის და ცივი ამინდის დადგომასთან ერთად, უკრაინა ეროვნული მასშტაბით ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებს.

მარტის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა და ბოლო სამი თვის განმავლობაში, ენერგია მოსახლეობას შეზღუდვებით მიეწოდება. ქვეყნის უმაღლემა ოფიციალურმა პირებმა მოკავშირე ქვეყნებს არაერთხელ სთხოვეს დამატებითი ანტისაჰაერო დაცვის სისტემები, რათა ელექტროსადგურები რუსული რაკეტებისგან და დრონებისგან დაიცვან, თუმცა სერიოზული ზიანი უკვე მიყენებულია.

ივნისის დასაწყისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სისტემამ 9.2 გიგავატი გენერაციის საშუალება დაკარგა. ამჟამად უკრაინა ევროპის ქვეყნებიდან 1.7 გიგავატი ენერგიის იმპორტს ახდენს. პირდაპირი იმპორტის გარდა, უკრაინა კერძო ენერგოსექტორში უცხოური ინვესტიციების მიზიდვასაც ცდილობს.

მაგრამ ამჟამად, ხანმოკლე პერსპექტივაში, ენერგოსისტემის ზიანის მასშტაბის, აღდგენის შესაძლებლობის და ენერგიაზე მოთხოვნის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრისთვის უკრაინის მზადყოფნა უაღრესად ბუნდოვნად გამოიყურება.

XS
SM
MD
LG