ამერიკულ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზე“ კორონავირუსით ერთი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ვაშინგტონში ადასტურებენ.
ოფიციალური მონაცემებით, გემზე კორონავირუსი 600-მდე სამხედროს დაუდასტურდა. სულ ტესტირება 5000-მა მეზღვაურმა გაიარა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გემიდან 4000-ზე მეტი მეზღვაური გაიყვანეს. 1000-მდე მეზღვაური ავიამზიდის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს, რადგან ხომალდზე ატომური ელექტროსადგური, საბრძოლო მასალები და ძვირადღირებული თვითმფრინავია განთავსებული.
სამხედრო გემზე განგაში ორი კვირის წინ ხომალდის მეთაურმა ბრეტ კროზიერმა გამოაცხადა, მან გახშირებული შემთხვევების გამო წერილი ხელმძღვანელობას მიწერა, რათა მომხდარიყო დროული რეაგირება. შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა კი კროზიერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, შემდეგ კი თანამდებობის დატოვება თავად მოუწია და ბოდიშიც მოიხადა.
Facebook Forum