ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, ნიუ-იორკისთვის გასული კვირა ყველაზე მძიმე იყო. მხოლოდ 7 დღეში, შტატმა 4 654 ადამიანი დაკარგა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შტატის გუბერნატორმა გაავრცელა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აღდგომის ღამეს, ნიუ-იორკში 758 ადამიანი დაიღუპა.
"ძალიან სამწუხაროა, ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მომიწევდა ყოველდღიურად, ასობით დაღუპულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ეს ძალიან დიდი ტკივილია, მონაცემები სტაბილურდება, თუმცა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ჩვენ ძალიან რთული პერიოდის გავლა გვიწევს, სამწუხაროდ. ბევრი დაღუპულის ოჯახს ვესაუბრე. მივუსამძიმრე და გავამხნევე. ეს ადამიანები ჩვენ ძალიან გვაკლია,"- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
24 საათში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს დამატებით 189 ადამიანი. სულ საავადმყოფოში მკურნალობს 20 000-მდე ადამიანი.
530,830 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, დაღუპულია 20 000-ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსის ტესტი გაიარა 2,688,766 ადამიანმა.
Facebook Forum