ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იყავით სიცოცხლის მაუწყებლები, სიკვდილის დროში“ - რომის პაპის სააღდგომო მიმართვა


სააღდგომო წირვა, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, მრევლის გარეშე - პაპმა ფრანცისკემ, სააღდგომო წირვა თითქმის ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა, აღდგომის დადგომისას კი მორწმუნეებს მიმართა და მოუწოდა, არ დაემორჩილონ შიშს.

„იყავით სიცოცხლის მაუწყებლები, სიკვდილის დროში“ - განაცხადა პაპმა მორწმუნეებისადმი მიმართვისას.

აღდგომის დღესასწაულს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც წესი 10 000 მდე ადამიანი ესწრება. წელს, გლობალური პანდემიის გამო, პონტიფიკოსთან ერთად წმინა პეტრეს ბაზილიკაში, მხოლოდ 20 მდე ადამიანი იყო, მათ შორის სასულიერო პირები და მგალობელთა მცირე ჯგუფი.

„ნუ შეგეშინდებათ, ნუ დანებდებით შიშს: ეს არის იმედის გზავნილი. ეს არის სიტყვები, რომლებსაც ღმერთი ამ ღამით გვიმეორებს.“ - განაცხადა პაპმა.

კათოლიკე ეკლესია, აღდგომას დღეს, 12 აპრილს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG