ეფექტური და კოორდინირებული მუშაობით, აშშ-ში შესაძლოა გაცილებით ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე ამას პანდემიის საწყის ეტაპზესპეციალისტები ვარაუდობდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, შტატები სავარაუდოდ 100 000-ზე გაცილებით ნაკლებ ადამიანს დაკარგავს.
პრეზიდენტმა თეთრ სახლში საუბრის დროს აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირება მუშაობს და ფედერალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებებმა შედეგი გამოიღო და ვირუსის შეჩერება ხერხდება.
"სამწუხარო რეალობა იყო, რომ პანდემიის დროს შტატებში მინიმუმ 100 000 ადამიანი დაიღუპვას ვვარაუდობდით. ახლა ვფიქრობთ, რომგაცილებით ნაკლები ადამიანი დაიღუპება. რა თქმა უნდა, თუ დაიღუპება 60 000 ადამიანი, ჩვენ ამით ბედნიერები ვერასდროს ვიქნებით. მაგრამფაქტია, რომ ამ ვირუსის გამო გაცილებით ცოტა ადამიანს დავკარგავთ. სპეციალისტების პროგნოზი იყო, რომ პანდემიის დროს 100 000-დან 220 000-მდე ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო, მილიონობით კი დაინფიცირებულიყო. ახლა ვითარებას ვაკვირდებით და შემოღებული წესები კარგადმუშაობს. მუშაობამ შედეგი გამოიღო და ვფიქრობ ასეც გაგრძელდება,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ რელიგიურდღესასწაულებზე შეკრებისგან თავი შეიკავონ და სახლში დარჩნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილოა. უკვე რამდენიმე დღეა პრეზიდენტიტრამპი ორგანიზაციის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს და ფიქრობს, რომ ორგანიზაცია ცუდად მუშაობს. ამიტომ, პრეზიდენტიორგანიზაციის დაფინანსების საკითხის გადახედვას გეგმავს.
დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რელიგიური დღესასწაულების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. პრესკონფერენციაზევე, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მიმართ ლოიალურია და ეს მაშინ, როცა ორგანიზაციის ყველაზე დიდი დამფინანსებელიამერიკის შეერთბული შტატებია.
Facebook Forum